სამართალი
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის შვიდმა მაცხოვრებელმა დიდი ოდენობით სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. სულ ჩაბარებულია: 9 გადაჭრილი სანადირო თოფი, .. აბრეზი, 4 521 საბრძოლო ვაზნა, 93 ხელყუმბარა, 33 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, 22 შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, 4 ნაღმი, 2 ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, 13 დეტონატორი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 6 მჭიდი და 9 საკვამლე კოჭაექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისთვის. აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან.