საზოგადოება
"არავის არც ქვეყნის შიგნით, არც მის ფარგლებს გარეთ არ უნდა დარჩეს კითხვები საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით" - გიორგი მარგველაშვილი

   საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გასულ პარასკევს, 18 ნოემბერს, ქუთაისში მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნაზე განაცხადა, სადაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.

 "არ უნდა გვქონეს გაუგებარი მიზეზით დახურული რეიტინგული თოქ შოუები, ფარული თვალთვალი, შანტაჟი და მუქარა მედიის წარმომადგენლებზე. არ უნდა გვყავდეს სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები. მნიშვნელოვანია, მედიასთან დაკავშირებულ პროცესებში არ არსებობდეს პოლიტიკური ზეგავლენის ეჭვებიც კი. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ მედიის დაცვასა და მხარდაჭერას, რადგან მიმაჩნია, რომ მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება, უნდა იყოს აქტიური და თავისუფალი, რაც დღეს, ამ პოლიტიკურ რეალობასა და ვითარებაში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.