საზოგადოება
ლარის კურსთან მიმართებაში საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი რამდენიმე კომპლექსური ზომის გატარებას გეგმავენ

   საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.

 „უახლოეს დღეებში, გაცხადდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა ღონისძიებებს შორის, გულისხმობს საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით. შედეგად, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ იქნება დამოკიდებული გარე ნეგატიური ფაქტორებით გამოწვეული ლარის კურსის მოკლევადიან რყევებზე და არსებითად გაჯანსაღდება ეკონომიკური გარემო ქვეყანაში. დარწმუნებულნი ვართ, რომ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ასევე ხელს შეუწყობს პოზიტიური მოლოდინების შექმნას და ლარის კურსის დასტაბილურებას”, - აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.