აქტუალური
საქართველოს მთავრობამ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე სააკაშვილის ეკონომიკის მინისტრი წარადგინა

   საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობამ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, 2018-2021 წლების ვადით, ზურაბ პოლოლიკაშვილი წარადგინა.

საზოგადოებას პოლოლიკაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა. წარდგენას მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად წარადგენს საკუთარ კანდიდატურას საერთაშორისო ორგანიზაციის ასეთ მაღალ თანამდებობაზე.

ზურაბ პოლოლიკაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს მის მიერ დანიშნული იყო ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრად. ამჟამად ის ესპანეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის პოსტს იკავებს.