პოლიტიკა
ბულგარეთისა და მოლდოვას პრეზიდენტები გახდნენ სოციალისტები, რომლებიც რუსეთთან მეგობრობის და ნეიტრალიტეტის მომხრენი და ნატოს წინააღმდეგნი არიან

  საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. ბულგარეთსა და მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურები შედგა. ბულგარეთში გაიმარჯვა რუმენ რადევმა, რომელიც წამოაყენა საინიციატივო კომიტეტმა ბულგარეთის სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობით. ის რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციას ემხრობა. მოლდოვაში ლიდერობს სოციალისტთა პარტიის თავმჯდომარე იგორ დოდონი, რომელიც მხარს უჭერს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობას, ნეიტრალიტეტს და ნატოში შესვლის წინააღმდეგია.

 „კრემლს მოსწონს ბულგარეთისა და მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულთა განცხადებები მოსკოვთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნის შესახებ, მაგრამ, ამასთან ერთად, რუსეთის ხელისუფლება მოუწოდებს, არ უწოდონ ამ ქვეყნების ახალ ლიდერებს პრორუსულები“, - იტყობინება სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით.