უცხოეთი
ამის შემდეგ კიდევ ვინმე იტყვის, რომ მე კრემლის აგენტი ვარ?! – სააკაშვილმა მედვედევის კომენტარს კომენტარი გაუკეთა

  საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გაუკეთა რფ–ის პრემიერ–მინისტრის დიმიტრი მედვედევის კომენტარს, რომელმაც მას ჩასვრილი „პასაჟირი“ უწოდა, რომლის კარიერაც უარყოფითად დასრულდა საქართველოშიც და უკრაინაშიც.

 „როგორ გასაოცრად ემთხვევა კრემლის არგუმენტები ზოგიერთი უკრაინელი „ექსპერტის“ თვალსაზრისს. ამის შემდეგ კიდევ ვინმე იტყვის, რომ მე კრემლის აგენტი ვარ?“ – დაწერა კიდევ ერთელ ჩასვრილმა სააკაშვილმა თავის Facebook- გვერდზე.

 საქინფორმი არ აპირებს კომენტარი გაუკეთოს ფსიქოპათის – საადვოკატო კანტორა „პატერსონ ბელქნაფის“ კლერკის გამონათქვამს, რომელიც შემდგომში მის მიერვე მოკლულმა ზურაბ ჟვანიამ, ქართველი ხალხის სავალალოდ, საქართველოში ჩამოიყვანა.

 საქინფორმი უბრალოდ შეახსენებს მკითხველს, რომ კრემლის აგენტად სააკაშვილს დამსახურებულად მოიხსენიებენ საქართველოსა და უკრაინაში იმიტომ, რომ მისი დესტრუქციული საქმიანობის შედეგად საქართველო და უკრაინა, თითოეული 3 ნაწილად დაიშალა, რაც, ნებით თუ უნებლიედ, რუსეთის სასარგებლოდ მოხდა.