საზოგადოება
პრემიერმა კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა IRI-ს და NDI-ს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის

  საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო თანამშრომლობის საკითხებს, ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თემებს.
 მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი დაესწრო. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ მიულოცა ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეული წარმატება. იან კელის განცხადებით, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა ამოცანა ზედმიწევნით შეასრულა.
 გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის.