სამართალი
ჩემს როლს ქართულ პოლიტიკაში გადაწყვეტს ამომრჩეველი და არა ერთი-ორი თვითგამოცხადებული პარტიული ლიდერი - სააკაშვილი

  საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში პოლიტიკურ აქტივობებს ახალ გუნდთან ერთად იწყებს და ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება. კითხვაზე: "დარჩება თუ არა ქართულ პოლიტიკაში", ამბობს, რომ ეს მოსახლეობის და მხარდამჭერების გადასაწყვეტია.

 "სააკაშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში არ არის გადასაწყვეტი ერთი-ორი თვითგამოცხადებული პარტიული ლიდერის. ეს ჩვენი ამომრჩევლის და მხარდამჭერების გადასაწყვეტია.

 ეს ინტრიგები და თამაშები არის ძაან უბადრუკი და დამარცხებულის პოზიციებიდან, და იმ ხალხისგან რომლებმაც შემდეგი 20 წელი დამარცხება გამოგვიწერა. მე არ ვაწერ ხელს დამარცხებაზე, მე მზად ვარ გამარჯვებისთვის უკრაინაშიც და საქართველოშიც. საქართველოში ჩვენი მხარდამჭერები და ხალხი განსაზღვრავს ჩვენს ფუნქციას. მოდი მათ მივცეთ საშუალება და ნუ ვცდილობთ თავზე მოვახვიოთ ვიღაცის ვიწრო ინტერესები და კულუარული გადაწყვეტილებები.

 მე ყველაფერს ღიად ვაკეთებ და ასე ვიქნები. ხალხის დაკომპლექსება იმაზე, რომ ნუ გადააკვდით ერთ კაცს და ვაიმე. აქ არის იდეაში საქმე, იდეისთვის ბრძოლისთვის არის საჭირო თანმიმდევრულობა და საჭიროა ინტრიგებზე უარის თქმა. ეს არის რეცეპტი საქართველოსთვის და უკრაინისთვის.

 საქართველოს ბედი ბევრწილად წყდება აქ. თუ უკრაინა არ არის ძლიერი, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ხურდაში", - აცხადებს, კერძოდ, სააკაშვილი.