სამართალი
პრაქტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა გაიზიაროს საქართველოს ხელისუფლებამ: აშშ-ის ყოფილ ელჩს რუსეთში ჩასვლა ეკრძალება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობისათვის მიზანმიმართული ზიანის მიყენების გამო

  საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. „აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში მაიკლ მაკფოლი შეყვანილია იმ პირთა სიაში, რომლებსაც რუსეთში ჩასვლა ეკრძალებათ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობისათვის მიზანმიმართული ზიანის მიყენების გამო“, - განაცხადა რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

 მაკფოლი თავის ფეისბუქის გვერდზე იტყობინება, რომ არ შეუძლია რუსეთში ჩასვლა, ვინაიდან საქციების ნუსხაშია შეყვანილი.

 „ის, რაც მან დაწერა, რომ სიაში ობამასთან სიახლოვის გამო შეიყვანეს... ჩენ უბრალოდ არ ვიცოდით ამ სიახლოვის შესახებ, და საერთოდ, ამასან არავითარი კავირი არა აქვს. საქმე ეხება ორმხრივი ურთიერთობისათვის მიყენებულ მიზანმიმართულ ზიანს. მაკფოლი ის ადამიანია, რომელიც მიზანმიმართულად აუარესებდა ორმხრივ ურთიერთობას“, - აღნიშნა ზახაროვამ.

 საქინფორმი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის მეტად სასარგებლო იქნებოდა უცხოელი დიპლომატების აკრძალულთა სიაში შეყვანის პრაქტიკის გაზიარება. და არა მხოლოდ დიპლომატების - თბილისსა და მოსკოვს შორის მიზანმიმართულად დანგრეული ურთიერთობის გამო საქართველოში ჩამოსვლა უნდა აეკრძალოთ არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების და აშშ-ის ზოგიერთ ყოფილ ელჩს საქართველოში, არამედ სხვადასხვა დასავლური ინსტიტუტის, ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაციის - პირველ რიგში კი IRI-ის, NDI-ის და სოროსის ფონდის ფილიალების თბილისის ოფისების ხელმძღვანელებს, რომლებიც სახელმწიფოში დე ფაქტო ალტერნატიულ ხელისუფლებას წარმოადგენენ.