აქტუალური
დიპლომატიური ურთიერთობის არქონა ხელისშემშლელია - თბილისში რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა გაიმართა

  საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ რუსეთისა და საქართველოს ბიზნეს წრეების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. საგანგებოდ ამისთვის თბილისში 14-კაციანი დელეგაცია ჩამოვიდა, რომლის წევრები დაინტერესებული არიან სოფლის მეურნეობით, სატრანსპორტო, სამშენებლო და ჯანდაცვის სფეროებით.

 მათი თქმით, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არ ქონა ხელისშემშლელია, თუმცა იმედოვნებენ, რომ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობა მოხერხდება.

 თბილისში რუსი ბიზნესმენების ჩამოსვლის შესახებ პრაღაში აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. აბაშიძე აცხადებს, რომ ეს ბიზნესმენების კერძო ვიზიტია და სამთავრობო დონეზე შეთანხმება არ მომხდარა.