აქტუალური
ნატოს გენერალური მდივანი ტრამპს აშანტაჟებს და ავღანეთის ომით სპეკულაციას ეწევა, რომელიც, თურმე, 11 სექტემბრის ტერაქტებისათვის შურისძიება იყო

  საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. ნატოს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიტანული გაზეთის The Guardian-ის ფურცლებიდან აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიმართა.

 „ჩვენ უსაფრთხოების თვალსაზრისით მთელი თაობის მანძილზე უდიდესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ახლა იმის დრო არ არის, ეჭვი შევიტანოთ ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის  ღირებულებაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა ნატოს „მოძველებული ორგანიზაცია“ უწოდა და მის წევრებს ალიანსის წინაშე ვალდებულებების - თავდაცვის ხარჯების საბიუჯეტო მოთხოვნების შესრულების აუცილებლობაზე მიუთითა.

 „ნატომ მხოლოდ ერთხელ ისარგებლა მუხლით თავდაცვის შესახებ (ორგანიზაციის წესდების მე-5 მუხლი მოკავშირეთა დახმარების შესახებ ალიანსის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმის შემთხვევაში), როცა მხარი დაუჭირა აშშ-ს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ. და ეს არ გახლდათ მხოლოდ სიმბოლური მხარდაჭერა. ნატომ ასევე თავის თავზე აიღო ოპერაცია ავღანეთში, სადაც ათიათასობით ჯარისკაცი მსახურობდა. მათგან ათასზე მეტმა ყველაზე დიდი საფასური გადაიხადა იმ ოპერაციის დროს, რომელიც შეერთებულ შტატებზე თავდასხმის პირდაპირი პასუხი გახდა“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, შეუპოვარი რუსეთის და ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არასტაბილურობის გამო, უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია დრამატულად გაუარესდა. ამ გამოწვევების პასუხი გახდა ცივი ომის შემდგომ პერიოდში კოლექტიური თავდაცვის ყველაზე უფრო მასშტაბური გაძლიერება და აქ აშშ-მ დაადასტურა თავისი ერთგულება ევროპის უსაფრთხოების დაცვისადმი იმით, რომ კონტინენტის აღმოსავლეთით ახალი შეიარაღებული ბრიგადა განათავსა“, - ხაზი გაუსვა იენს სტოლტენბერგმა.

 „დღეისათვის აშშ-ის წილად ალიანსის მიერ თავდაცვაზე გაწეული ხარჯების თითქმის 70% მოდის, და მისი მოწოდება დატვირთვის უფრო სამართლიანი განაწილების თაობაზე საფუძვლიანია“, - დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.