საზოგადოება
ქართული ეროვნული ვალუტა გაუფასურებას აგრძელებს – სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ფასმა უკვე 2.52 ლარს მიაღწია

  საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2.75 ლარს შეადგენს, კომერციულ ბანკებში და სავალუტო ჯიხურებში კი 1 დოლარი 2.52 ლარი ღირს.

 მარტის შემდეგ ქვეყანაში ასეთი მაღალი გაცვლითი კურსი არ დაფიქსირებულა. შესაძლოა, ეროვნული ვალუტა მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაუფასურდეს და ეს მთავრობის მიერ შიდა ვალის აღებამ გამოიწვიოს.

 ორი დღის წინ მთავრობამ კომერციული ბანკებიდან 33 მილიონი ვალად აიღო და ამ დროისთვის შიდა ვალი სრულად 368 მილიონს შეადგენს, მაშინ, როცა 200 მილიონი იყო განსაზღვრული.

 ფაქტია, რომ ლარის მასა მიმოქცევაში საჭიროზე გაცილებით მეტია, მხოლოდ გუშინ ბირჟაზე 1 მლრდ 200 მლნ ლარი გაიყიდა, რამაც კიდევ უფრო დააგდო ეროვნული ვალუტის კურსი.

 სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები უნდა შევიდეს, ამისათვის კი პარლამენტს ერთთვიანი ვადა აქვს.

 2017 წლის ბიუჯეტს ახალი მოწვევის პარლამენტში განიხილავენ და დაამტკიცებენ.