აქტუალური
საქინფორმი: აშშ–ის პრეზიდენტად ტრამპის არჩევის შემდეგ შავ ზღვაზე ნატოს ფლოტის შექმნა საეჭვოა

  საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვდა.

 შეხვედრის მთავარი თემა შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხი იყო. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ახლო მომავალში სამუშაო ჯგუფის შექმნა იგეგმება, სადაც უფრო დეტალურად განიხილება შავი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობის პერსპექტივები. შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხზე საქართველოში წლის ბოლოს კონფერენციის ჩატარებაც იგეგმება. რუმინეთიროგორც ნატოს წევრი, უნდა გახდეს ლიდერი ქვეყანა, რათა შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების სექტორი, უსაფრთხოების თემები იყოს წინ წამოწეული. სწორედ რუმინეთის ლიდერობით გვინდა, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ამ დისკუსიებში“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

 მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ლევან იზორიამ დიპლომატს მადლობა გადაუხადა უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში რუმინელი წარმომადგენლების ჩართულობისთვის. საუბარი შეეხო რუმინეთის თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების უფროსის საქართველოში სტუმრობის საკითხსაც.

 საქინფორმი აღნიშნავს, რომ შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც ნატოს გაერთიანებული შავი ზღვის ფლოტის შექმნას ითვალისწინებს, აქტიურ ფაზაში მომავალი – 2017 წლის იანვარში უნდა შესულიყო. თუმცა აშშ–ის 45 პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ ეს პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანი გახდება, იმიტომ, რომ აშშ–ის ახალი პრეზიდენტი ნებისმიერ საზღვარგარეთულ ოპერაციაში ნატოს კონტინგენტის შემადგენლობაში ამერიკული არმიის მონაწილეობის წინააღმდეგია.