საზოგადოება
სააკაშვილს ძლიერ პიროვნებად მიაჩნია ტრამპი, რომელიც, თავის მხრივ, ძლიერ პიროვნებად პუტინს მიიჩნევს!

  საქართველო. 10 ნოემბერი. საქინფორმი. როგორც კი აშკარა გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში დონალდ ტრამპი იმარჯვებდა და არა ჰილარი კლინტონი, როგორც ამას წინასწარმეტყველებდნენ გუშინ დილით სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" შეკრებილი ყველა ქართველი პოლიტიკოსი და პროქტო-პოლიტოლოგი, “ენჯეოშნიკები” და დიპლომატები, მიშკა სააკაშვილს მაშინვე მეტამორფოზა დაემართა.

 მან ამაყად განათავსა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დონალდ ტრამპთან ერთად გადაღებული ფოტო, რომელსაც როგორღაც ერთხელ ქართველი ქალები ჩაუყვანა შესათავაზებლად ნიუ-იორკში, და  ამ ფოტოს, როგორც ყოველთვის, უწიგნური კომენტარი დაურთო:

 "მე ვვარაუდობდი ტრამპის გამარჯვებას ჩემს წიგნში, რომელი 4 თვის წინ დავწერე და სექტემბერში გამოიცა. მე ვვარაუდობდი ამას, მიუხედავად  მასა და კლინტონს შორის მაშინ არსებული დიდი განსხვავებისა ყველა გამოკითხვის მიხედვით. ჩვენ მეტად სახიფათო პერიოდში შევდივართ. და, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება სრულიად არ არის ამისთვის მზად.

 მას 20 წელზე მეტია, ვიცნობ, ჩვენ ვმეგობრობთ. მე ეს აკურატულად ვიწინასწარმეტყველე. ძლიერი პიროვნება არაპროგნოზირებადი პოლიტიკით. ჩვენ უფრო ფრთხილები და ორგანიზებულები უნდა ვიყოთ, ვიდრე ოდესმე", - აღფრთოვანებულია მატყუარა და თვალთმაქცი სააკაშვილი ტრამპის ძლიერი პიროვნებით და სულაც არ გრძნობს უხერხულობას იმის გამო, რომ ტრამპს, თავის მხრივ, ძლიერ პიროვნებად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიაჩნია!