აქტუალური
როგორც ამერიკელი გენერალი, აღვნიშნავ, რამდენად ვაფასებთ საქართველოსთან პარტნიორობას! – ჯონ ნიკოლსონი

  საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიისა“ და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალს, გენერალ ჯონ ნიკოლსონს შეხვდა.  მხარეებმა ნატო-საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის  საკითხებზე ისაუბრეს და  თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

 „მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმ წვლილისთვის, რომელიც შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიაში. წლების განმავლობაში  ამერიკელების გვერდით ქართველები ავღანეთში მსახურობენ და ჩვენ ძალიან ვაფასებთ მათ წვლილს.

 როგორც ამერიკელგენერალი, აღვნიშნავ, რამდენად ვაფასებთ საქართველოსთან პარტნიორობას. ამის ნათელი დემონსტრირება არის ერთობლივი სამხედრო წვრთნები – „ღირსეული  პარტნიორი“, სადაც ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები ჩამოვიდნენ საქართველოში და ქართველებთან ერთად გაიარეს წვრთნა”, – განაცხადა გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა გენერალ ნიკოლსონს აშშ–ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის.