პუბლიკაციები
ჩიორა თაქთაქიშვილი: ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობის ინტერესია, მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ყოფნა-არყოფნაზე მსჯელობა საჯაროდ გამოიტანოს

  გიგი უგულავას წერილი, ყველა სხვა წერილისგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობამ საკუთარ ფეისბუქგვერდზეც გაავრცელა, როგორც დასპონსორებული პოსტი, რაც მიუთითებებს, რომ პარტიის ლიდერშიფის ინტერესია მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ყოფნა-არყოფნაზე მსჯელობის საჯაროდ გამოტანა. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ჩიორა თაქთაქიშვილი წერს.

 „მგონია, რომ ივანიშვილის დასანახად და გულის გასახარად ენმ- შიგნით არსებული ერთმანეთის საპირისპირო მოსაზრებების გამომზეურებას სენსიტიურ თემებზე და აქ საუბარს, ჯობია შევიკრიბოთ, რაც შეიძლება ფართო წრეში, ყველა ჩვენი მხარდამჭერის, აქტიური თანამებრძოლების ჩართულობით და იქ განვიხილოთ განსხვავებული და უერთიერთსაპირისპირო არგუმენტები, ყოველგვარი რიდის და თავშეკავების გარეშე, რადგან საჯაროდ დაიმედისეთერებიდან ამ ყველაფრის შემხედვარე ჩვენი მტერი ხარობს“,-წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.

 როგორც თაქთაქიშვილი აღნიშნავს,  ივანიშვილს სურს, რომ ენმ- აღიაროს "ახალი რეალობა" და ისინი, ვინც მან წითელ ხაზებად გამოაცხადა, განდევნდა, დაიჭირა, საქმეები აღუძრა, უნდა ჩამოშორდნენ საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობას. განსაკუთრებული ფოკუსი, რა თქმა უნდა, იმთავითვე მიშაზე იყო, პირდაპირი ტექსტით: გაემიჯნეთ სააკაშვილს და მერე კი ბატონო, იყავით ჩემი ოპოზიცია, თქვენ გარკვეული ინტელექტუალური რესურსი გაქვთო“.

 „ამის პასუხად, პარტიამ პრინციპული პოზიცია დაიჭირა, ვანოს, გიგის და მიშას თანამდებობზე, რომლებიც რეალურად ვეღარ იღებდნენ სრულფასოვნად მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებაში, არავინ აირჩია და ეს იყო პარტიის ერთიანი პოზიცია. პარტიის ფუნქციონირებას რომ ხელი არ შეშლოდა, გენერალური მდივნის (ვანო მერაბიშვილის) ფუნქციების სრული დელეგირება მოხდა აღმასრულებელ მდივანზე (სერგო რატიანი). მიშას რაც შეეხება, გენერალური მდივნისგან განსხვავებით, პარტიის თავმჯმდომარის ფუნქციები უკიდურესად ფორმალურია და არ მოიცავს არავითარ რეალურ უფლებამოსილებას, ის არ არის პარტიის ყოველდღიური საქმიანობის წარმმარველი (გენერალური, აღმასრულებელი მდვინივით) და თან პარტიის ყრილობის მოწვევის უფლებაც კი არ აქვს.  პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის ვაკანტურად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება როდესაც მივიღეთ პოლიტსაბჭოზე, ეს იყო ივანიშვილის მიერ თავსმოხვეული რეალობისადმი დაუმორჩილებლობის სიმბოლური აქტი: ვერასდროს მიიღებთ იმას, რაც გსურთ. ახლა გამოდის, რომ პარტიამ ეს პოზიცია უნდა შეცვალოს.  თან ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ჩემთვის და პარტიის ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის პარტიის უპირობო ლიდერი არის მიშა. ვინმეს რომ ჩანაცვლება შეძლებოდა, გვქონდა 3 წელი, მიშა განდევნილი იყო, იყო ძალიან მძიმე პოლიტიკური პროცესიც და ეს ჩანაცვლება სრულიად ბუნებრივად მოხდებოდა, მაგრამ ვერ მოხდა, რადგან სამწუხაროდ, ამის რესურსი პარტიის არცერთ დღევანდელ ლიდერს არ ქონდა. ეს მხოლოდ სამწუხარო რეალობა და ენმ-ს სისუსტეა“,-წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.