საზოგადოება
თამარ ჩერგოლეიშვილი : ძალიან ამაზრზენია გიგი უგულავას ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაზე მინიშნება ნარცის დავით საყვარელიძის მხრიდან

  საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. მედია–ჰოლდინგ „ტაბულას“ და „ნაცმოძრაობის“ ლიდერის გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილესა  და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით საყვარელიძეს ნარცისს უწოდებს.

 „ძალიან ამაზრზენია გიგი უგულავას ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაზე მინიშნება ამ ნარცისის მხრიდან. განსაკუთრებით გარემოებების გათვალისწინებით. გაითვალისწინეთ, რომ გიგი უგულავა ქვეყნიდან არ მოხეულა, ციხეში ზის“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. 

 თბილისის ყოფილმა მერმა, პატიმრობაში მყოფმა გიგი უგულავამ წერილი გამოაქვეყნა, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობაზე საუბრობს.

 უგულავას ამ წერილს დავით საყვარელიძემ უპასუხა: „არ მგონია, ციხეში გამომწყვდეული გიგის თბილისის პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებამ პარტია გახსნას რატომღაც და რა ვქნა. მეტს ვერაფერს დავამატებ. მე 5-ჯერ შემომითვალეს იმ "ბრძენი კაცი"-სგან მახსოვს... ახალგაზრდა ბიჭები ხართ, კარგი სახელით, მიშას ნუ ჩაყვებით და ვილაპარაკოთო... არ ვნანობ“.