პოლიტიკა
მარგველაშვილი რომ იყოს პრეზიდენტი, რომელიც უტყვად ასრულებს ყველანაირ დავალებას, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი არ დადგებოდა - ფიქრია ჩიხრაძე

  საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია უმრავლესობის მიერ უკვე დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. ჩიხრაძე ინიციატივის უკან უშუალოდ გიორგი მარგველაშვილის  წინააღმდეგ არსებულ განწყობას ხედავს.

 „მარგველაშვილი რომ იყოს პრეზიდენტი, რომელიც უტყვად ასრულებს ყველანაირ დავალებას, რომელიც წამოვა, ალბათ, მმართველი პარტიის ლიდერებისაგან და მას არ ჰქონდეს არანაირი განსხვავებული პოზიცია, ეს საკითხი, ალბათ, არ დადგებოდა. საკონსტიტუციო ცვლილებები არ უნდა ხორციელდებოდეს ვინმეს გაღიზიანების გამო, საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ხორციელდებოდეს, რომ თუ ბალანსი არ არსებობს, შექმნას ბალანსი და არა იმის გამო, რომ უკვე არსებული ბალანსი გააუარესოს“, - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.