პოლიტიკა
საქინფორმი: რესპუბლიკელები პარტიას ტოვებენ იმიტომ, რომ სახელმწიფო თანამდებობებისა და ივანიშვილის ფულის გარეშე დარჩნენ!

  საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მწარე მარცხის შემდეგ მისმა ლიდერებმა მოიფიქრეს, როგორ ახსნან თავისი წასვლა პარტიიდან. 8 ოქტომბერს რესპუბლიკურმა პარტიამ საქართველოს მასშტაბით იმდენივე ხმა მიიღო, რამდენი ადამიანიც გროვდება კარგ ქართულ ქელეხებში, ამიტომ რესპუბლიკური პარტიიდან ლიდერების გადინება არ წყდება. ამასთან, პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ რესპუბლიკური პარტია მუშაობას აგრძელებს.

 „პარტიაში ყველანი ვრჩებით, ვისაც არ დაუანონსებია და არ უთქვამს, რომ ტოვებს პარტიას. სიტუაცია შეცვლილი არ არის, ვინც გამოაცხადა, რომ გავიდა პარტიიდან ისინი არიან გასულებინოდარ ებანოიძეს  არ დაუდასტურებია პარტიიდან გასვლა“, – აღნიშნა სამნიძემ.

 თავისი წასვლის ნამდვილ მიზეზებზე დავით უსუფაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი და თინა ხიდაშელი არ ლაპარაკობენ, სამაგიეროდ, მოიფიქრეს ამის ახსნა რაღაც „უცებ გაჩენილი იდეური განსხვავებებით და პარტიის განვითარების პერსპექტივების განსხვავებული ხედვით!“

 "დათო უსუფაშვილს უნდა ჰკითხოთ მისი პარტიის შექმნის გეგმებზე, მე ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ჩვენი პარტია, როგორც აქამდე, ახლაც დამოუკიდებლად ვაპირებთ საქმიანობას და სამომავლო გეგმების დასახვას, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

 დავით უსუფაშვილის, პაატა ზაქარეიშვილის და თინა ხიდაშელის წასვლის დეტალურ მიზეზებზე არ საუბრობენ რესპუბლიკელების ლიდერები.

 "იყო გარკვეული უთანხმოება იმის თაობაზე, თუ როგორ განვითარებულიყო  პარტია მომავალში. მანამდეც იყო ჩვენთან აზრთა სხვადასხვაობა და ეს ბუნებრივად ითვლებოდა, თუმცა ყოველთვის ვახერხებდით შეჯერებას. ახლა მოვიდა ის მომენტი, ეტყობა, როდესაც ეს აზრთა შეჯერება ვერ ხერხდება“, - აცხადებს დავით ზურაბიშვილი, თუმცა არ აზუსტებს, რომ ეს მომენტი იმიტომ დადგა, რომ კეთილმა ბიძინა ივანიშვილმა ამჯერად არ აჩუქა რესპუბლიკელებს თანამდებობები პარლამენტსა და მთავრობაში ორიოდე მილიონთან ერთად!