პოლიტიკა
გია ჟორჟოლიანი: ახალი პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბერს გაიმართება, მანამდე კი კონსულტაციები გრძელდება

  საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

 „ჯერ  საბოლოოდ არ ვართ ჩამოყალიბებულები, როგორი იქნება მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და როგორ გადანაწილდება პარლამენტში თანამდებობები. მთავრობაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას, ხოლო პარლამენტის საკადრო ცვლილებები პირველივე სხდომაზე დამტკიცდება“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

 ჟორჟოლიანმა არ გამორიცხა, რომ რამდენიმე მინისტრმა თანამდებობა შეიცვალოს.