აქტუალური
თუ ხალხი დაიჯერებს, რომ ვერასდროს შევცვლით ხელისუფლებას არჩევნების გზით, მაშინ ქვეყანაში მოხდება არაბული გაზაფხული - დავით ბაქრაძე

  საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის სიის პირველმა ნომერმა დავ ბაქრაძემ გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა.

 „თუ ჩვენი ხალხი დაიჯერებს, რომ ვერასდროს შევცვლით არჩევნების გზით

 “ქართულ ოცნებას”, ეს ნიშნავს იმას, რომქართული ოცნება” მართლაც არასდროს შეიცვლება იმიტომ, რომ ადამიანები, უბრალოდ, აღარ მოვლენ არჩევნებზე და აზრს დაკარგავს არჩევნები. მაშინ ქვეყანაში მოხდება ის, რაც მოხდა არაბული გაზაფხულის დროს, როდესაც ადამიანებმა 20 წელი ვერ შეცვალეს ხელისუფლება არჩევნების გზით, მერე უკვე ძალადობით მოხდა ხელისუფლების შეცვლა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 ამასთან, ბაქრაძე არ განმარტავს, შევა თუ არა მეცხრე მოწვევის პარლამენტში სანდრა რულოვსი,  თავად რულოვსი კი ჯერჯერობით დუმს.

 "სანდრა არის სიის მეორე ნომერი, პარლამენტთან დაკავშირებით მან საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. მე განსაკუთრებულ მოულოდნელობას არ ველოდები. პარტიის პოზიცია ცნობილია, რომ შევალთ. მე პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ სანდრაც ჩვენ გვერდით იქნება ამ ბრძოლაში", - აცხადებს დავით ბაქრაძე.