სამართალი
უნდა მოხდეს დაკვირვება, რას იზამს "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობით - კორი უელტი

  საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. კონგრესის კვლევითი სამსახურის წარმომადგენელმა კორი უელტმა, ქართულ-ამერიკული პარტნიორობის განხილვის დროს, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში ძალაუფლების მოქცევის რისკებზე ისაუბრა.

 “არჩევნები და მეორე ტური საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შეფასდა უმეტესად დემოკრატიულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამის მიუხედავად, არჩევნების შედეგი იქნება პარლამენტი, რომლის სამი მეოთხედი მთავრობის კონტროლის ქვეშაა. პატარა წარმომადგენლობა აქვს უმცირესობას - “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. არის რისკი, რომ განმეორდეს ის, რაც ჩვენ ვნახეთ ქართულ პოლიტიკურ კულტურაში ბოლო 20 წლის მანძილზე - ძალაუფლების კონსოლიდირება ერთი მმართველი პარტიის ხელში. არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა დემოკრატიულად მოსული და რა არის მათი განზრახვა. ჩვენ ვნახეთ ბოლო ორ ქართულ მთავრობაში, რომ რისკებს შეიცავს ძალაუფლების მთლიანად ერთი პარტიის ხელში მოქცევა. უნდა მოხდეს დაკვირვება, რას იზამს “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობით და ნამდვილად აქვთ თუ მმართველობა საერთო ღირებულებების დაცვით”, - განაცხადა კონგრესის კვლევითი სამსახურის წარმომადგენელმა კორი უელტმა.