პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს, შალვა ნათელაშვილი კი ოპოზიციურ პარტიებს წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებისკენ მოუწოდებს

  საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები ერთობლივად გააყალბეს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 "ნაციონალურმა მოძრაობამ”ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებით ნამდვილად გააყალბა არჩევნები და ნამდვილად მიისაკუთრეს ორივემ ჩვენი და სხვა ოპოზიციური პარტიის ხმები. უბრალოდ, მეორე ტურშიქართულ ოცნებას”ნაციონალური მოძრაობა” აღარ სჭირდებოდა დანაციონალური მოძრაობა” გადააგდეს“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

 შალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებისკენ მოუწოდებს. ინიციატივის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ბრიფინგზე ისაუბრა.

 „მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას: არჩევნების ოლიგარქიულმა ფალსიფიცირებამ ერის ისტორია გაამრუდა, ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. ნუ ველოდებით უცხოელ დამკვირვებლებს და მათ შეფასებებს, ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. დავსახოთ გეგმები, რომ ქვეყანა მილიარდერის ბიზნესინტერესებს არ გადავაყოლოთ. მოგიწოდებთ ყველას, დავიწყოთ კონსულტაციები“, - განაცხადა ნათელაშვილმა.