უცხოეთი
სავჩენკომ მოუწოდა სუსტ პოროშენკოს, უკრაინის ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩს ბოდიში მოუხადოს და სავარძელი დაუთმოს

  საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ ქვეყნის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს „სუსტი პრეზიდენტი“ უწოდა,- ამის შესახებ მან ტელეარხ 12 Украина-ს ეთერში განაცხადა.

 მისი თქმით, პოროშენკო ძალაუფლების მოპოვებას ცდილობს და ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვებს იძულებით ასრულებს. სავჩენკოს მიაჩნია, რომ ქვეყნის პირველ პირს ბევრ საკითხთან დაკავშირებით ძლიერი მოლაპარაკების გამართვის უნარი არ გააჩნია.

 "ის სუსტი მომლაპარაკებელი და უკრაინისთვის სუსტი პრეზიდენტია", - დასძინა სავჩენკომ.

 ამასთან, მან აღნიშნა, რომ ასეთი „ხელისუფლება კინწისკვრით უნდა გააგდონ“. უწინ სავჩენკომ მოუწოდა პოროშენკოს, ბოდიში მოეხადა უკრაინის ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩისთვის და მისთვის თავისი სავარძელი დაეთმო.