პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და, გარკვეულწილად, ეს იყო საზოგადოების დაკვეთა

  საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი.  პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ საზოგადოებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავს.

 პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მედიას აქტიურობისთვის.

 „თქვენი აქტიურობით შესაძლებელი გახდა ამომრჩევლისთვის ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ძალის შეხედულებათა გაცნობა და ამომრჩეველმა აქედან გამომდინარე გააკეთა თავისი არჩევანი. მინდა, მივულოცო პარლამენტში მოხვედრილ ძალებს  „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობასდაპატრიოტთა ალიანსსის, რომ ისინი გახდნენ პარლამენტის წევრები და ვუსურვო მათ წარმატებული მოღვაწეობა ქართულ პარლამენტში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 მისივე თქმით, მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და, გარკვეულწილად, ეს იყო საზოგადოების დაკვეთა.

 „პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით კი არ მთავრდება, არამედ იწყება. შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას, იყოთ აქტიურები, ჩართულები დისკუსიებში, ხელისუფლების კონტროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში. კიდევ ერთხელ გილოცავთ 2016 წლის არჩევნების წარმატებას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.