საზოგადოება
ვიქტორ იუშენკო: ჩემთვის მტკივნეულია, რომ საქართველოს და უკრაინას დღეს ფაქტობრივად ურთიერთობა არ აქვთ

  საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. ვწუხვარ, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა პრაქტიკულად აღარ არსებობს - ეს განცხადება თბილისში უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა გააკეთა.

 "ჩემთვის მტკივნეულია, რომ დღეს საქართველოს და უკრაინას დღეს ფაქტობრივად ურთიერთობა არ აქვთ. რომ ვთქვათ, რომ ეს ურთიერთობა არსებობს მკაფიოდ და ნათლად, რომ ჩვენ გვაქვს ორმხრივი გეგმა თუ როგორ ვხედავთ ურთიერთობას დღეს, ხვალ, როგორი უნდა იყოს განვითარება, ვფიქრობ, რომ ასეთი გეგმა არ არსებობს,“ - განაცხადა ვიქტორ იუშენკომ.

 უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას მიაჩნია, რომ უკრაინასა და საქართველოს ხელისუფლებებმა ურთიერთობები უნდა განაახლონ და ის უფრო მჭიდრო უნდა გახადონ.