აქტუალური
მთავრობის დადგენილების მიხედვით, განისაზღვრა იმ ნივთების ჩამონათვალი, რომლებზეც საგადასახადო შეღავათები დაწესდება

skamebiშეღავათით ისარგებლებენ მცირე მეწარმეები, რომლებიც დაკავებულნი არიან შემდეგი საქმიანობით: თავსაბურავების, ტანსაცმლისა და აქსესუარების, ხის საკიდების, ასევე, ხის სხვადასხვა ნაწარმის, ხის საოჯახო ნივთების, ფაიფურისა და ქაშანურის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ნაკეთობების, სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჭურჭლისა და ინვენტარის, მუსიკალური ინსტრუმენტების, აკორდეონებისა და ანალოგიური საკრავების, მათ შორის ტუჩის გარმონიკების, სასულე მუსიკალური ინსტრუმენტების, ცოცხებისა და ჯაგრისების წარმოებით, საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტით, თუ ის ხორციელდება ამ საგნების წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობისგან დამოუკიდებლად, ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის რემონტით, საათებისა და საიუველირო ნაწარმის რემონტით, ტანსაცმლის გადაკეთებით, საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტით, თეთრეულისა და სხვა საფეიქრო ნაწარმის რეცხვა–დამუშავებით, შინამეურნეობის გაძღოლასთან დაკავშირებული მომსახურებით.

იმისათვის, რომ პირი გათავისუფლდეს გადასახადისგან და მის საქმიანობას მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭოს, აღნიშნულ საქმიანობებს დაქირავებული მუშა ხელის გარეშე, საცალო წესით უნდა აწარმოებდეს. ამ შემთხვევაში, წელიწადში ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30–ათას ლარიანი ზღვარი აღარ იქნება.