საზოგადოება
ნიკა მელია: ჩემთვის ნამდვილად გულსატკენი და სამწუხაროა, რომ სანდრა რულოვსი არჩევს, განერიდოს ბრძოლის ამ ეტაპს…

   საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

  „ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის, როგორც ერთ-ერთი წევრისთვის ამ პოლიტიკური გაერთიანების, ნამდვილად გულსატკენია და სამწუხაროა, რომ ქალბატონი სანდრა ასე უყურებს ამ პროცესს და იგი არჩევს, უბრალოდ განერიდოს ბრძოლის ამ ეტაპს. ჩემთვის ნამდვილად მიუღებელია. მე ვარ ახლა ქალაქ ზუგდიდში და ვაგრძელებ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.