პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: „ჩვენ არ ვითხოვთ უბნების გაუქმებას იმიტომ, რომ მართლა მხოლოდ ორი პარტია არ დარჩეს პარლამენტში“

  საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მეორე არხის თოქ-შოუ „არგუმენტების დროში“ გააკეთა:

 „მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პრეტენზიები შეიძლება მქონდეს “პატრიოტთა ალიანსის” მესამე პარტიად გამოცხადებასთან დაკავშირებით, მე მაინც მირჩევნია,  მესამე პარტია იყოს პარლამენტში. მე და ჩემს თანაპარტიელებს არცერთი ოლქის გაუქმება არ მოგვითხოვია იმიტომ, რომ შეიძლება, რამდენიმე უბნის გაუქმებამაც კი “პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტს გარეთ დატოვოს. ჩვენ არ ვართ ამაში დაინტერესებული. მიუხედავად სხვა პრეტენზიებისა, რაც შეიძლება მე სხვა დროს ვთქვა, ჩვენ არ ვითხოვთ უბნების გაუქმებას იმიტომ, რომ მართლა მხოლოდ ორი პარტია არ დარჩეს პარლამენტში“.