პოლიტიკა
22 ოქტომბრის განმეორებითი კენჭისყრის შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

  საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის შედეგებ მონაცემებით, კანდიდატებს შორის მიღებული ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 5. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ / ბესიკ გაბუნია - 439 ხმა (30,79%)

 6. “უსუფაშვილი რესპუბლიკელები“ / ირაკლი ქოჩუა - 10 ხმა (0,70%)

 8. “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ / გურგენ სართანია - 23 ხმა (1,61%)

 41. “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ / ლაშა გოგია - 954 ხმა (66,90%)

 სამივე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების  მონაცემების გათვალისწინებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატია:

 №5 ბესიკ გაბუნია / ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”  14 360 ხმა (44. 82%)

 №41 ლაშა გოგია / ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”  14 152 ხმა (44.17%).

 შესაბამისად, წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, გაიმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც.