პოლიტიკა
22 ოქტომბრის განმეორებითი კენჭისყრის შედეგად, ზუგდიდისა და მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩევნების მე-2 ტურები 30 ოქტომბერს გაიმართება

  საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. მარნეულის №48 საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, კანდიდატებს შორის მიღებული ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 1. „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ / ისრაფილ ბაირამოვი - 3 ხმა

 3. “ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ / ვეფხია გურგენიშვილი - 2 ხმა

 5. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /აკმამედ იმამულიევი - 381 ხმა

 7. “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ / ელდარ მუსტაფაევი - 4 ხმა

 8. “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ / ალი ისაევი - 7 ხმა

 17. “საქართველო“ / ომარ წამალაიძე - 1 ხმა

 23. “ჩვენები - სახალხო პარტია“ / თეონა ქავთარია - 0 ხმა

 41. “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ / თამაზ ნავერიანი - 313 ხმა 

 №48 საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, №36 მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე შემდეგი 2 კანდიდატია:

 №5 აკმამედ იმამულიევიერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 10 026 ხმა (48,11%)

 №41 თამაზ ნავერიანიქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” – 9 051 ხმა (43.43%).

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული  განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით, სამივე საარჩევნო უბნის შედეგები  შემდეგია:

 1. „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ / ბესიკ თოდუა – 8 ხმა (0,56%)

 5. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ / სანდრა ელისაბედ რულოვსი – 438 ხმა (30,50%)

 7. “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ / ჯონდი ზარანდია - 5 ხმა (0,35%)

 8. “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ / ირაკლი ჩანგელია - 2 ხმა (0,14%)

 28. “ზვიადის გზა - უფლის სახელით“ / რამაზ ჩაჩიბაია - 2 ხმა (0,14%)

 41. “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ / ედიშერ თოლორაია - 981 ხმა (68,31%)

 სამივე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების  მონაცემების გათვალისწინებით, №66 ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე  შემდეგი 2 კანდიდატია:

 №5 სანდრა ელისაბედ რულოვსი  / ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” -  10 692 ხმა  (44.8%)

 №41 ედიშერ თოლორაია / ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - 11 607 ხმა  (48.63%).

 შესაბამისად, განმეორებითი კენჭისყრის მონაცემების გათვალისწინებით, ორივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება არჩევნების მეორე ტურები. სანდრა ელისაბედ რულოვსი/“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ უარი თქვა მე–2 ტურში მონაწილეობაზე, მაინც დარჩება სიებსა და ბიულეტენებში.

 ცენტრალური საარჩევნო კომისია მეორე ტურების თარიღზე იმსჯელებს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მეორე ტურები 48 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დანიშნულია 30 ოქტომბერს, სავარაუდოდ, მარნეულისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებშიც მეორე ტურების თარიღი 30 ოქტომბრით განისაზღვრება.