უცხოეთი
ტრამპი: „ჰილარი კლინტონს არ უყვარს პუტინი, იმიტომ, რომ მან კლინტონსა და ობამას ყველაფერში ჭკუით აჯობა!“

  საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების წინ დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი ტელე-ეთერში ერთმანეთს ბოლოჯერ დაუპირისპირდნენ. მესამე საპრეზიდენტო დებატებზე, რომელიც ლას-ვეგასში ჩატარდა, რუსეთის თემაზე კამათის დროს ჰილარი კლინტონმა პირდაპირ განაცხადა, რომ პუტინს მარიონეტი სურს ამერიკის პრეზიდენტად.

 დებატებზე სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა ის ფაქტი, რომ დებატებზე დონალდ ტრამპმა არ უპასუხა, ცნობს თუ არა ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დამარცხების შემთხვევაში.

 „ვაღიარებ თუ არა არჩევნების შედეგებს ჩემი დამარცხების შემთხევაში, ამას გეტყვით როცა დრო მოვა. საარჩევნო კამპანია ყალბდება ზოგიერთი მედიის მხრიდან. რაც შეეხება პუტინს, მე მას არ ვიცნობ პირადად. თუ ერთმანეთს გავუგებთ ეს ძალიან კარგი იქნება. პუტინი პატივს არ სცემს ჩვენ პრეზიდენტს და არც ჰილარი კლინტონს. კლინტონსაც არ უყვარს ის რადგან რუსეთის პრეზიდენტმა ყოველ ნაბიჯზე ჭკუით აჯობა,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.