პოლიტიკა
სააკაშვილი: „ის ხალხი, ვინც მიკიჟინებს, რატომ არ ჩამოვედი საქართველოში პირველი ტურის დასრულებამდე, სახიფათო პროვოკატორად გამომაცხადებდა!“

  საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ თავის ფეისბუქ-მიმართვაში განაცხადა მიშკა სააკაშვილმა, რომელიც უწინ საქართველოს პრეზიდენტად მუშაობდა, დღეს კი მრავალ მძიმე დანაშაულში ბრადებული, ძებნაში მყოფი განსაკუთრებით საშიში დამნაშავეა.

 „მე არასდროს წინასაარჩევნო გამოსვლებში არ მითქვამს, რომ არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი საქართველოში. საქმე იმაშია, რომ პირველი ტურის დასრულებამდე თუ ჩამოვიდოდი, იგივე ის ხალხი, ვინც მიკიჟინებს, თუ რატომ არ ჩამოვედი, გამომაცხადებდა სახიფათო პროვოკატორად  და ივანიშვილს მიეცემოდა საფუძველი, დავედანაშაულებინე მე პირადად და ჩემი მომხრეები სამოქალაქო დაპირისპირების ინსიპირირებაში. ჩვენ ვაპირებდით პირველ ტურში გამარჯვებას და შემდეგ უკვე ვაპირებდი მეორე ტურისთვის ჩამოსვლას, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. უპრეცედენტო მასშტაბის მანიპულაციები და გაყალბება პირველი ტურის და რეაგირება ამაზე როგორ უნდა მოხდეს, ეს არის ადგილზე მყოფი აქტივისტების და ლიდერების გადასაწყვეტი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მანიპულაციების და გაყალბებების გათვალისწინებით მიიღო 600 ათასზე მეტი ხმა.

 „ეს არის ძალიან ბევრი ამ რეპრესიების და ზეწოლის  პირობებში. ხალხმა გაიგო, რომ ივანიშვილმა ჩაიდინა დიდი გაყალბება და მანიპულაციები, ეს არის შეუქცევადი პროცესი რუსი ოლიგარქის მმართველობის დასუსტების. ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა, საბრძოლო განწყობა,  არ შეპუება ამ  გაყალბებებთან, მანიპულაციებთან, ზეწოლასთან. საბოლოო ჯამში, ყველაფერი გამოგვივა!", - განაცხადა ლაჩარმა სააკაშვილმა, რომელიც კლაუსტროფობიით იტანჯება და რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩენისას დახურული სივრცე – უვადო პატიმრობა ემუქრება