უცხოეთი
ერდოღანმა აშშ–ს შეახსენა, რომ 2003 წელს სადამ ჰუსეინს ისინი ერაყში არ მიუპატიჟებია

  საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და შეიარაღებული ძალები მზად არიან სირიაში მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის. შესაბამისი განცხადება რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად გააკეთა.

 ერდოღანმა აგრეთვე წუხილით აღნიშნა, რომ 2003 წელს აშშ-ს ერაყში შეჭრის დროს თურქეთი მას უნდა შეერთებოდა.

 მან ასევე დასძინა, რომ თურქეთმა არ უნდა გაიმეოროს 2003 წლის შეცდომა, როცა უარი უთხრა აშშ-ს სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ომში ჩაბმაზე. ,,ჩვენ არ გვსურს დავუშვათ იგივე შეცდომა, რაც ერაყში“ - დასძინა მან და შეახსენა დამსწრეებს, თუ როგორ უარყო თურქეთის პარლამენტმა 2003 წელს ამერიკის წინადადება.