აქტუალური
თეა წულუკიანი: "მხოლოდ მეორე ტური აჩვენებს, აქვს თუ არა "ქართულ ოცნებას" კომფორტული უმრავლესობა პარლამენტში"

  საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს მეორე ტურისთვის მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

 "მხოლოდ მეორე ტური აჩვენებს, აქვს თუ არა “ქართულ ოცნებას” უმრავლესობა და კომფორტული უმრავლესობა პარლამენტში. ყველანაირი ტიპის მოძრაობა, რომელიც მოუწოდებს “ქართული ოცნების” ამომრჩეველს თავის შეკავებისკენ, მიმართულია იმისკენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” მარცხი იწვნიოს. თუმცა, ასეთი მოძრაობები, მათ შორის ძალადობისკენ მიმართული, ჩვენ გავიარეთ, გადამწყვეტი ბრძოლა არის წინ. ამიტომ ჩვენ უნდა ვმობილიზდეთ 30 ოქტომბრისთვის”, - აღნიშნა წულუკიანმა.