პოლიტიკა
ზურაბ ბიგვავა - ოპოზიციურ პარტიებს სინამდვილეში იმის ეშინიათ, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებით ძალიან ეფექტიანი იქნება

  საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ გადაცემა 2030-ში განაცხადა.

 „ქართულმა ოცნებამხელისუფლებაში მოსვლისთანავე რეალური დემოკრატია შექმნა და მათ კარგად იციან, რომ დიქტატურის დამყარებას არავინ აპირებს. ოპოზიციურ პარტიებს სინამდვილეში იმის ეშინიათ, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებით ძალიან ეფექტური იქნება“, - განაცხადა ბიგვავამ.

 „ამ პარტიების სტრატეგია არასწორია. თუნაციონალური მოძრაობაგუშინ ადამიანების მწამებელი, მჩაგვრელი და დემოკრატიის დამღუპველი იყო, დღეს როგორ აცხადებ, რომ ხმა ოღონდქართულ ოცნებასარ მისცეთ და თუ გინდათ,ნაციონალურ მოძრაობასმიეცითო?! ეს არ არის პოლიტიკური შეცდომა, ეს მორალური გადაცდომაა“, - დაასკვნა სოციოლოგმა.

 „სხვადასხვა მიზეზის გამო, „ქართულმა ოცნებამბევრი ხმა დაკარგა, მაგრამ ეს ხმებინაციონალურ მოძრაობასარ მომატებია. ამომრჩევლები მიხვდნენ, რომ საქმის გამკეთებელი ისაა, ვინც მშვიდობა, სტაბილურობა დაამყარა“, - აღნიშნა ბიგვავამ.

 ზურაბ ბიგვავამ TNS-ის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლებსა და ცესკო-ს მონაცემებს შორის არსებულ სხვაობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ე.წ მორცხვი ამომრჩეველი ნამდვილად არსებობს, რომელიც თავის პოზიციას არ ამჟღავნებს.

 „ადამიანებს, რომლებმაც ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცეს, მაგრამ ამის შესახებ არ თქვეს, ნაციონალებთან პირდაპირი იდენტიფიკაცია არ სურდათ, მაგრამ ამისდა მიუხედავად, მათ ნაციონალებთან გარკვეული დამოკიდებულება, ურთიერთობა და პრეფერენცია ჰქონდათ. ზოგი მათგანი - ოჯახის წევრი, ზოგი კი დავალებული იყო“, - განაცხადა ზურაბ ბიგვავამ.