პოლიტიკა
კახი კალაძე - კონსტიტუცია თავის დროზე სააკაშვილმა საკუთარ ტანზე მოირგო და ამაზე დიდ უბედურებას ვერავინ ვერ გააკეთებს

  საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ განაცხადა.

 „ბოროტი ბიძიები პირველი ტურის შემდეგ დარბიან ტელევიზიებში და ამბობენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომლის რეალური შესაძლებლობა აქვსქართულ ოცნებას“, არის დანაშაული.

 მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას - ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. "ნაციონალური მოძრაობა“ ამით ცდილობს, დამატებითი ხმები მიიღოს. ასე რომ, არ შეცდეთ, მეგობრებო. კონსტიტუცია თავის დროზე სააკაშვილმა საკუთარ ტანზე მოირგო და ამაზე დიდ უბედურებას ვერავინ ვერ გააკეთებს. რაც შეეხება თავად კონსტიტუციას, ამას სჭირდება ყველას ჩართულობა და მაქსიმალურად გასწორება ყველა შეცდომის“, - აღნიშნა კალაძემ.