რელიგია
იმისათვის, რომ შვილი იყოს ბედნიერი, მშობელმა უნდა დალოცოს ის – ილია მეორე

  საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. 16 ოქტომბერს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და მშობლების მიერ შვილების დალოცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

 „ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც დღეს კაცობრიობის წინაშე დგას, ეს არის ურთიერთდამოკიდებულება მშობლებსა და შვილებს შორის. იმის მაგივრად, რომ შვილები სიყვარულით იყვნენ მშობლების მიმართ, ძალიან ხშირად აკრიტიკებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მშობლებს. ასევეა მშობლები. არის შემთხვევა, როცა დედა შვილს წყევლის. ეს ძალიან საშიშია და ხშირ შემთხვევაში ეს წყევლა სრულდება. იმისათვის, რომ შვილი იყოს ბედნიერი, მშობელმა უნდა დალოცოს ის. ამისათვის უნდა აჩუქოს მას ნაკურთხი ხატი. ეს ხატი იქნება მფარველი მთელი სიცოცხლის განმავლობაში“, – განაცხადა პატრიარქმა.

 როგორც ილია მეორემ ბრძანა, მშობლებმა ის დალოცეს, აჩუქეს ხატი, რომელიც ახლა პანაღეაა. თქვენ ნახავთ, რომ დალოცვის შემდეგ შეიცვლება ოჯახი. ოჯახში სიყვარული შემოვა, დამშვიდდებიან შვილები, დამშვიდდება მშობელი, თქვენ ნახავთ, რომ უფალი სასწაულს მოგივლენთ”, – აღნიშნა პატრიარქმა და მრევლს შეახსენა ბიბლიის მცნება ”პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა”.