სამართალი
შსს-მ მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტში მონაწილე 6 პირი დააკავა

  საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანში საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 6 პირი: ..,  მ..,  ..,  ..,  ვ.. და  .. დააკავეს.

 აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დაშავდა. თავდამსხმელებმა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს.

 სამართალდამცველები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.