პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი - „საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია“

  საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 “აშშ ულოცავს საქართველოს მოსახლეობას 8 ოქტომბერს კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული არჩევნების ჩატარებას, რომელმაც, ეუთო- დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შეფასებით, ძირითადი ფუნდამენტური უფლებების პატივისცემით  ჩაიარა. ეს არჩევნები ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია.

 ეს არჩევნები არის პირველი ნაბიჯი პროცესისა, რომელიც მოიცავს ხმის მიცემის მეორე ტურს და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას და მათ მხარდამჭერებს, არჩევნებამდე პერიოდი მშვიდად და წყნარად გაიარონ.

 აშშ  მზად არის, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან საერთო დღის წესრიგთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებებს უწყობს ხელს”, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.