აქტუალური
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და მისი მოადგილის განცხადება ლარის კურსის მორიგი ვარდნის შესახებ

  საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიუჯეტს განვლილ პერიოდში არანაირი უარყოფითი ზეგავლენა არ ჰქონია ლარზე! -  ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

 “არანაირი საფუძველი სეკვესტრის არ არსებობს  და არანაირი ცვლილება ბიუჯეტში მაგ კუთხით არ იგეგმება. ერთი იყო არასწორი მოლოდინები, რომელიც გარკვეულმა ექსპერტებმა შექმნეს, რომ არჩევნებს უკავშირებდნენ ლარის კურსს და არჩევნების მერე უნდა გაზრდილიყო თითქოს. ეს არასწორი მოლოდინები, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებდა და აისახებოდა კურსში და მეორე - ერთჯერადი ტრანზაქციები, რაც ეროვნულმა ბანკმა ახსენა, ესეც გარკვეულ გავლენას ახდენს ლარის კურსზე, – განაცხადა კაკაურიძემ.

 “მინდა, რომ ყოველი დღის ვაჭრობის შემდეგ არ ვაკეთოთ კომენტარები, იმიტომ, რომ ეს ნეგატივის გარდა არაფერს არ იწვევს. ეს არის მცურავი კურსი და შესაბამისად, ეს არის მოთხოვნა-მიწოდება“, - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.