პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის მანდატებზე უარის თქმას არ აპირებს და მეორე ტურშიც მიიღებს მონაწილეობას - ბოკერია პარტიის მთავარი ლიდერი ხდება

  საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.

 პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრებოდნენ პარტიის ლიდერები და მაჟორიტარობის კანდიდატები.

 პარლამენტში შესვლისა და მეორე ტურში  მონაწილეობის საკითხს "ნაციონალურ მოძრაობაში" მწვავე დაპირისპირება  მოჰყვა.

 მეორე ტურსა და პარტიის პარლამენტში შესვლას ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

 საქინფორმი აღნიშნავს, რომ ოდესის გუბერნატორი, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ოთხი სისხლის სამართლის ბრალდებით ეძებს, მიხეილ სააკაშვილი 4 წელი ხელმძღვანელობდა პარტიას დისტანციურად და თანდათან დაკარგა ავტორიტეტის მისსავე შექმნილ პარტიაში, რომლის აღდგენა ვერ შეძლო მის მიერ საქართველოში გამოგზავნილმა მისმა იურუდიულმა მეუღლე სანდრა რულოვსმაც კი.

 პარტიის ფაქტობრივ ხელმძღვანელად გუშინდელი დღიდან იქცა მისი იდეოლოგიური ლიდერი, უშიშროების საბჭოს ექსმდივანი გიგა ბოკერია და მისი თანამოაზრეები, კერძოდ, საარჩევნო შტაბის უფროსი, პარტიის შედარებით ახალი სახე ნიკა მელია და ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.