პოლიტიკა
„ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა განაცხადა, რომ არჩევნები იყო გამჭვირვალე და მშვიდობიანი“ – არიელ კოენი

  საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს ამერიკული ორგანიზაცია The Heritage Foundation-ის ექსპერტებმა.

 ორგანიზაციის ოფისში საქართველოს საკითხზე ერთსაათიანი დისკუსია გაიმართა.

 “8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული. ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა, მათ შორის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI), ეუთო-, განაცხადა, რომ საერთო ჯამში არჩევნები იყო გამჭვირვალე და მშვიდობიანი. როგორც ბევრი არჩევნების დროს, მათ შორის ჩვენთან დაგეგმილ არჩევნებზე, შესაძლოა, მოხდეს შეფერხება, წარმოიქმნას პრობლემები, თუმცა მნიშვნელოვანიარომ ეს არჩევნები  საერთო ჯამში იყოს დემოკრატიული და გამჭვირვალე”, -განაცხადა ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა არიელ კოენმა.

 “კოალიციამ არა მხოლოდ გააგრძელა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიციირებული რეფორმების გზა, არამედ წარმატებული ბრძოლა გააჩაღა კორუფციის წინააღმდეგ, განახორციელა ინიციატივები ჯანდაცვის, განათლების, საგადასახადო და მართლმსაჯულების სფეროში”, - აღნიშნა კოენმა.