პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ, გია ცაგარეიშვილმა და დავით ონოფრიშვილმა "თავისუფალი დემოკრატები" დატოვეს

  საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. განცხადება ამის შესახებ პარტიაში საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა.

 "დღეიდან მე ვწყვეტ პარტიულ საქმიანობას" - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 "ჩემი განცხადება სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველი - მე ვწყვეტ ამ ეტაპზე პოლიტიკურ და პარტიულ მოღვაწეობას, მეორე - მე გავაგრძელებ ბოლომდე თავდაცვის სამინისტროს 5 უდანაშაულო თანამშრომლის ციხიდან დასახსნელად ბრძოლას და მესამე ნაწილი ითვალისწინებს იმას, რომ მე, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ვაგრძელებ მუშაობას კიდევ ორი თვე, ნოემბრამდე ეს სტატუსი არ მეხსნება და ვაგრძელებ მუშაობას იმისათვის, რომ რაც შეიძლება დროულად იქნეს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე“, - განაცხდა ვიქტორ დოლიძემ.

 შეგახსენებთ, რომ არჩევნებიდან მეორე დღეს, 9 ოქტომბერს, საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე “თავისუფალი დემოკრატები” დატოვეს ჯერ ალექსი პეტრიაშვილმა, შემდეგ კი ირაკლი ალასანიამ, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიტიკიდან დროებით მიდის.