აქტუალური
ბათუმის პორტში შევიდა აშშ-ის მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის ხომალდი Mount Whitney

  საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ბათუმის პორტში შევიდა აშშ-ის მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის ხომალდი Mount Whitney. ეს საქართველოში გემის მეოთხე ვიზიტია.

 აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ხომალდის ოპერაციების მიზანია საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერება, აშშ-ის რეგიონული პარტნიორების სტაბილურობის უზრუნველყოფა და მზადყოფნისა და საზღვაო შესაძლებლობების გაზრდა.

 „ბათუმის პორტში გემის ვიზიტი ემსახურება კავშირების გამყარებას, რაც დასტურია იმისა, რომ აშშ და საქართველო ერთგულნი არიან ერთობლივი ვალდებულებებისა, ხელი შეუწყონ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას რეგიონში და გამონახონ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები“ - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს პრეს-რელიზში.

 ბათუმის აკვატორიაში გაიმართება ამერიკული გემის ეკიპაჟის და საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენელთა რამდენიმე ერთობლივი წვრთნა. Mount Whitney საქართველოს აკვატორიაში 15 ოქტომბრამდე დარჩება.