უცხოეთი
„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ვერ მიიღოს ბიძინა ივანიშვილმა საკონსტიტუციო უმრავლესობა“ – ნინო ბურჯანაძე

  საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მორჩილი, მონური უმრავლესობა, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მეორე ტური იქნეს გამოყენებული, რადგან არ და ვერ მიიღოს ბიძინა ივანიშვილმა საკონსტიტუციო უმრავლესობა, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 ნინო ბურჯანაძე მიმართავს საქართველოს მოსახლეობას, რომ არ მოაწერონ ხელი იმას, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა იყოს.

 “ერთმნიშვნელოვნად მივმართავ საქართველოს მოსახლეობას - მესმის, რომ მათ უდიდეს ნაწილს უჭირს. მესმის, რომ ადამიანებს ჯერ კიდევ ეშინიათ, მაგრამ თუ არ მიგაჩნიათ, რომ თქვენი შვილების მომავალი უნდა გაყიდოთ, ასეთ შემთხვევაში არ მოაწეროთ ხელი იმას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს ადამიანმა, რომელსაც ნახევარზე მეტი მედიასაშუალებები, სასამართლოები, მთავრობა, პარლამენტი ჯიბეში აქვს. ახლა პრეზიდენტის ჯიბეში ჩადებას აპირებს და მთლიანად საქართველოს ჩაიდებს ჯიბეში”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.