უცხოეთი
უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო ოდესის საპორტო ქარხნის ღირებულების შემცირებასთან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო კავშირს გამოიძიებს

  საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ოდესის საპორტო ქარხნის ღირებულების შემცირებასთან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო  კავშირს გამოიძიებს.

 როგორც სააგენტო РБК-Украина იტყობინება, ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის, ნაზარ ხოლოდნიცკის განცხადებაში.

 გამოძიება უკრაინის რადას რამდენიმე დეპუტატის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

 2016 წლის 12 სექტემბერს ფრაქცია “სახალხო ფრონტის” დეპუტატებმა,  ნიკოლაი კნიაჟნიცკიმ, პაველ პინზენუკმა, ალექსანდრ დროზდიკმა და “პეტრო პოროშენკოს ბლოკის” დეპუტატმა დიმიტრი გოლუბოვმა უკრაინის გენერალურ პორკურატურაში შეიტანეს განცხდება, რომელიც ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მისამართით ბრალდებებს მოიცავდა.

 კერძოდ, დეპუტატები მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებში ადანაშაულებდენენ. მათი მტკციებით, სააკაშვილის ქმედებებმა ოდესის საპორტო ქარხნის გასაყიდი ფასის შემცირება გამოიწვია, რის გამოც სახელმწიფო 6,5 მილიარდი გრივნით დაზარალდა.