სამართალი
„ოკუპირებული ტერიტორიების გამო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა გამორიცხულია“ - გია ვოლსკი

  საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ასე ეხმიანება გია ვოლსკი რუსეთის სათათბიროს დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას. ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, 8 ოქტომბრის არჩევნებით საქართველომ უარი თქვა დასავლურ კურსზე.

 არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, რუსი დეპუტატები შეეცდებიან, ქართველ კოლეგებთან ურთიერთობა აღადგინონ და ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვება “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა.

 "საქართველო არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მართალია, ასოცირებული. ფაქტია, რომ სავაჭრო ხელშეკრულება არსებობს. თუმცა ჩვენ, რასაკვირველია, არ გამოვრიცხავთ, რომ ის მოლაპარაკებები, რომელსაც მხარს უჭერს ბრიუსელიც და ვაშინგტონიც, რუსეთთან მოლაპარაკებები მაქვს მხედველობაში, უნდა გაგრძელდეს. დიპლომატიური ურთიერთობები მაშინ, როდესაც დიპლომატიური წარმომადგენლობები არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სრულად გამორიცხულია", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.