სამართალი
ლინას ლინკევიჩუსი: „მივესალმები ქართველი ხალხის და მთავრობის შემართებას, იარონ სტაბილური და ფუნქციური დემოკრატიის გზით“

  საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ტვიტერის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

 “საქართველოში ჩატარებული არჩევნების პირველი რაუნდის საბოლოო შედეგების გათვალისწინებით, მივესალმები ქართველი ხალხის და მთავრობის შემართებას, იარონ სტაბილური და ფუნქციური დემოკრატიის გზით”, - წერს ლინას ლინკევიჩუსი ტვიტერში.