საზოგადოება
„ახლა გიორგი კვირიკაშვილსა და დავით ბაქრაძეზე ბევრად არის დამოკიდებული, თუ საით წავა ქვეყანა“ – დავით უსუფაშვილი

  საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. სამწუხაროდ, არ მგონია, რომ მივიღებთ მარტივ პარლამენტს, მარტივ პოლიტიკურ ცხოვრებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 „არჩევნების შედეგების განმაპირობებელმთავარი  ფაქტორი იყო ის წინასაარჩევნო კოქტეილი, რომელიც  „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთად შესთავაზა ქართველ ხალხს. ეს იყო მტრის ხატზე, სიძულვილზე დაფუძნებული, ერთმანეთის განადგურებაზე დაფუძნებული კამპანია, რაც არავითარ შემთვევაში არ წაადგება საქართველოს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

 "როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, მინდა, მივმართო ამ ორი გამარჯვებული პოლიტიკური ძალის  ლიდერებს -  გიორგი კვირიკაშვილს  და დავით ბაქრაძეს. მათზე პერსონალურად ძალიან ბევრია დამოკიდებული, თუ საით წავა ქვეყანა, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები. მინდა, მჯეროდეს, რომ მათ ექნებათ საქმიანი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ არიან მთავარი პოლიტიკური კონკურენტები ერთმანეთის, მაგრამ ეს კონკურენცია არ გასცდება კანონის და ცივილიზებული ნორმის ფარგლებს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.